მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

21,23 და 24 მაისს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

გორის გვირაბი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.

მათი ცნობით, აღნიშნული რეჟიმის დაწესების მიზეზნი, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებაა.

ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმის კონკრეტული საათები შემდეგნაირია:

21 მაისის 01:00სთ-დან 07:00სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 23 მაისის 01:00სთ-დან 07:00სთ-მდე და 24 მაისის 01:00სთ-დან 07:00სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები