მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

22-27 სექტემბერს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე სატვირთოების გადაადგილება იზღუდება

გომი-საჩხერე
22.09.25 15:33
691

22-27 სექტემბერს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე სატვირთოების გადაადგილება იზღუდება - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

რის გამოც, 2025 წლის 22 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ41 მონაკვეთზე დროებით იზღუდება სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები