მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

22 აპრილის ღონისძიებების ანონსი

ანონსი
21.04.26 20:00
68

22 აპრილის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:

11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს, მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების, თვითმმართველი ერთეულების, საქალაქო და სასოფლო დასახლებების, სქესის და ასაკის მიხედვით საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების საფუძველზე.

11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების - კახაბერ კვაჭანტირაძის, სიმონ მახარაძისა და კიდევ 11 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ტერორიზმის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები