მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

22 ივლისს ცაგერში ღვინის ფესტივალი გაიმართება - რაჭა-ლეჩხუმს სომელიეები იტალიიდან და ბრიტანეთიდან ეწვევიან

64b64abc7caa7
ნინი ლონგურაშვილი
18.07.23 21:33
1276

22 ივლისს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, ქართული ღვინის ფესტივალი ჩატარდება. რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი 2022 წლის ივნისში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა და მასში 70 მარანმა მიიღო მონაწილეობა. წელს ღვინის ფესტივალი ქალაქ ცაგერში, ლადო ასათიანის სახელობის სკვერში გაიმართება. 

რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალის ორგანიზატორი, სალომე თალაკვაძე, BMG-სთან აღნიშნავს, რომ ქართული  ღვინის კულტურისა  და ტრადიციების გასაცნობად, ფესტივალს იტალიიდან და ბრიტანეთიდან მოწვეული სომელიეები, ღვინის მწერლები და იმპორტიორები ეწვევიან. 

“ რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი, გასულ წელს, ამბროლაურმა გვიმასპინძლა. წელს ცაგერში დავგეგმეთ. ფესტივალის ფარგლებში ბევრი აქტივობაა დაგეგმილი, მათ შორის ტრენინგები, რომელიც აპრილში ჩავატარეთ. რაჭა-ლეჩხუმის ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცათ, ერთკვირიანი პროფესიული სასწავლო კურსი გაევლოთ, რომლის ფარგლებშიც, დარგში მოღვაწე წამყვანმა ქართველმა სპეციალისტებმა მონაწილეებს გაუზიარეს ცოდნა-გამოცდილება მევენახეობის, ექსპორტის პროცედურების, მარკეტინგის, ბრენდირებისა და საექსპორტო გაყიდვების სტრატეგიების შემუშავების მიმართულებით. 

ფესტივალის მთავარი მიზანი ქართველი და უცხოელი  ვიზიტორებისთვის რაჭა-ლეჩხუმის ღვინის საწარმოებისა და მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინის წარდგენაა. ასევე, ფესტივალის ფარგლებში, ჩატარდება ღვინის მასტერკლასები და მოეწყობა სხვადასხვა სახის აქტივობები რეგიონის გასტრონომიული თავისებურებების წარმოსაჩენად.” აღნიშნა სალომე თალაკვაძემ. 

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალის ჩატარება მნიშვნელოვანია ამ რეგიონის მეღვინეობის პოპულარიზაციისთვის, როგორც ადგილობრივი და ისე საერთაშორისო მასშტაბით. ღვინის ფესტივალი, 22 ივლისს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩატარდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები