მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პერიოდში 60-მდე ახალგაზრდას დაასაქმებს - რა ევალებათ?

რთველი

რთველი 2026-ის პერიოდში, ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის საკოორდინაციო შტაბსა და ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე 60-მდე ახალგაზრდას დაასაქმებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ოპერატორის პოზიციაზე დასაქმებისთვის ახალგაზრდები გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ.

"შერჩეულ კანდიდატებს რთველის საკოორდინაციო შტაბში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისმა სპეციალისტებმა სამუშაოსთვის საჭირო სპეციალური ტრენინგები ჩაუტარეს.

დასაქმებული ახალგაზრდების ნაწილი ანალოგიური სამუშაოს შესრულების გამოცდილებას გასული წლების რთველის პერიოდიდან უკვე ფლობს", - აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ცნობით, ოპერატორები რთველის აღრიცხვის პროგრამაში ყურძნის ჩაბარების შესახებ მონაცემების აღრიცხვასა და დამუშავებას უზრუნველყოფენ.

რთველის აღრიცხვის პროგრამა ქვეყანაში 2013 წლიდან მოქმედებს და ჩაბარებული ყურძნის შესახებ სრულყოფილი და დაზუსტებული მონაცემების შეგროვებას უზრუნველყოფს. აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია რთველის პროცესის ეფექტიანი მართვისა და მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისთვის.

2026 წელს საქართველოში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 320 ათას ტონას შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები