საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისათვის საჭირო შესაბამისი გამოცდილების ხელოვნურად დადასტურებისა და დღგ-ს ყალბი აქტივის შექმნის მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, ურთიერთშორის გააფორმეს ყალბი ხელშეკრულებები, ჯამში 2 236 000 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, ერთმანეთს დაუდასტურეს თითქოსდა შესრულებული სამუშაოების ამსახველი ე.წ. ფორმა #2-ები, მიღება-ჩაბარების აქტები და გაწერეს საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რითაც კომპანიას შეუქმნეს 226 496 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბად შექმნილი აქტივი მთლიანად იქნა გაუქმებული.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-იდან 7 წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.