მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაკავებულია პირი, რომელსაც ₾412 ათასის 1.8 კგ ოქროს ნაკეთობები სპეცსამალავით უკანონოდ შემოჰქონდა | საგამოძიებო სამსახური

ოქროს ნაკეთობები

საქართველოს მოქალაქეს, სარფის საბაჟოს გავლით ₾412 ათასის ღირებულების 1.8 კგ ოქროს ნაკეთობები სპეცსამალავით უკანონოდ შემოჰქონდა - ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

"საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, მის მართვაში არსებული ავტომობილის სალონში, სპეციალურად მოწყობილი სამალავების გამოყენებით, მალულად შემოიტანა 1851 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობა. ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 411 962 ლარს შეადგენს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები