მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყაზბეგის" საბაჟოზე უცხოელებს ₾138 000-ის ღირებულების ოქროს ნაკეთობები და სხმულები მალულად გადაჰქონდათ | RS

ოქროს ნაკეთობები
09.11.26 18:37
• 112

საბაჟო გამშვებ პუნქტზე "ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული ნახევარ კილოგრამზე მეტი ჯამში - 611 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები და სხმულები აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 137 795 ლარი შეადგინა.

3 კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა ხოლო 2 კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით ჯამში 23 677 ლარით დაჯარიმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები