მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 საბაჟოზე ₾165 ათასამდე ღირებულების ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს | RS

ოქროს ნაკეთობები

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - "სარფი“, "ქუთაისის აეროპორტი“ და "სადახლო-საავტომობილო“ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 594 გრამი ოქროს ნაკეთობები მათ შორის, ოქროს მონეტები და ზოდები აღმოაჩინეს.

"არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 164 995 ლარი შეადგინა.

4 კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა ხოლო, 2 კანონდამრღვევ მოქალაქეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯარიმა ჯამში - 16 250 ლარის ოდენობით შეეფარდა", - აღნიშნულია პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები