საბაჟო გამშვებ პუნქტზე - "ქუთაისის აეროპორტი", სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის რენტგენო ინსპექტირების აპარატზე სკანირებისას ჯამში - 166 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
40 397 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი კანონდამრღვევ მოქალაქეს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საქართველოს საზღვარზე მალულად შემოჰქონდა. საქმის მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
























