მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სარფის" საბაჟოზე ₾260 ათასის 1.2 კგ ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს | RS

ოქროს ნაკეთობები

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,სარფი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

"უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 1 კილოგრამზე მეტი კერძოდ - 1 229 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 259 930 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები