მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამმა პირმა 200 ცალი ყალბი 100-დოლარიანები გაასაღა - ბრალდებულები დააკავეს

დოლარი

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გაასაღეს 200 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა, რომელთა საერთო ღირებულება 20 000 აშშ დოლარს შეადგენს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად ამოღებულია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები