ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ამოღებულია 13 400 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების ყალბი ბანკნოტები.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აჭარის ტერიტორიაზე ყალბ 50- და 100-დოლარიან კუპიურებს ასაღებდა. საქმის მასალების თანახმად, მან ჯამში 231 ყალბი ბანკნოტი გაასაღა. მათ შორის 194 ცალი 50-დოლარიანი და 37 ცალი 100-დოლარიანი.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ყალბი კუპიურები სრულად ამოიღეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყალბი ფულის დამზადებას ან გასაღებას გულისხმობს.
























