მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში უცხო ქვეყნის მოქალაქემ $35 000-ის ყალბი ფული გაასაღა - კუპიურები ამოღებულია | საგამოძიებო სამსახური

კუპიურები

აჭარაში უცხო ქვეყნის მოქალაქემ $35 000-ის ყალბი ფული გაასაღა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პირი დაკავებულია.

"დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აჭარის რეგიონში, ჯამში, 35 000 აშშ დოლარის ოდენობის 350 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა გაასაღა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად ამოიღეს", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები