მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

$23-მილიონიანი ოქროს კუბი ინვესტორების ფინანსური პრობლემების გამო შეიძლება გადაადნონ

23 მილიონიანი ოქროს კუბ
16.11.25 22:46
373

ავტორი: სალომე ზაალიშვილი

თითქმის 200 კილოგრამიანი ოქროს კუბი - გერმანელი კონცეპტუალური ხელოვანის ნიკლას კასტელოს ნამუშევარი, რომელიც ერთ დროს იარლიყითარ იყიდებაიყო ცნობილი, დღეს შეიძლება კლემენს ჰოლმანის, კუბის 32%-იანი მეწილის გაკოტრების გამო გადაადნონ.

23 მილიონ აშშ დოლარად შეფასებული კუბი ინტერნეტ სენსაცია პირველად 2022 წლის თებერვალში გახდა, როდესაც ის ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში ერთი დღით დატოვეს, რა თქმა უნდა, მკაცრი დაცვის თანხლებით.

როდესაც კუბი პოპულარობის ზენიტში იყო, Artnew-სთან საუბრისას კასტელომ განმარტა, რომ სურვილი ჰქონდა “შეექმნა რაღაც, რაც ჩვენს სამყაროს ცდება - რაც ხელშეუხებელია”, კუბს მან თანამედროვეობის კონცეპტუალური “solve du monde” ანუ სამყაროს საყრდენი უწოდა.

კასტელოს საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კუბი არასდროს გაიყიდებოდა, მისი რეალური დანიშნულება ავტორის კრიპტო ტოკენის და მასთან ასოცირებული NFT პლატფორმის რეკლამა იყო. ნიუ იორკის შემდეგ კუბი ასევე ვენეციაში და ციურიხში გამოჩნდა.

ვალების შემგროვებელი კომპანია Creditreform-ის თანახმად, კუბის 32%-იანი წილი კრედიტორებს გადაეცემა და გაიყიდება, რათა ჰოლმანის ფინანსური ვალდებულებები დაიფაროს.

ჰოლმანი, რომელმაც თავისი ფინანსური იმპერია კინო და უძრავი ქონების ინდუსტრიებში ინვესტირებით შექმნა, 2023 წელს 1.9 მილიარდის ქონებას ფლობდა, თუმცა აგვისტოში თავი ბანკროტად გამოაცხადა, მიზეზად კი უძრავი ქონების ბაზრის შეკვეცა დაასახელა. მიმდინარე წელს, მისი უძრავი ქონების - დეველოპერული კომპანია SÜBA AG-ის ლიკვიდაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც რესტრუქტურიზაციის ფარგლებში არსებული საგადასახადო ვალდებულებები ვერ შეასრულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები