მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“23-ნომრიან სასტუმროში მხოლოდ 3 ნომერია დაკავებული” - “შგედი მესტია”

61dc118bcd483
მარიამ იზორია
11.01.22 00:10
1054
“23-ნომრიან სასტუმროში მხოლოდ 3 ნომერია დაკავებული”, - ამის შესახებ bm.ge-ს სასტუმრო “შგედი მესტიას” დამფუძნებელმა სოფო ჩხვიმიანმა განუცხადა. როგორც მან განმარტა, ზამთრის წლევანდელ სეზონს ჯავშნების არქონის გამო, ფაქტობრივად, მოუმზადებლები შეხვდნენ.

მისივე თქმით, ახალი წლის პერიოდში ჯავშნები შედარებით გააქტიურდა, თუმცა სასტუმრო სრულიად შევსებული არ ყოფილა.

“დაახლოებით 30%-იანი დატვირთვით ვმუშაობთ. სეზონს მოუმზადებლები შევხვდით, ჯავშნები არ გვქონდა. 23-ნომრიან სასტუმროში მხოლოდ სამი ნომერია დაკავებული. ახალი წლის პერიოდი შედარებით გააქტიურდა, ორ-სამ დღიანი ჯავშნები წამოვიდა და დაახლოებით 16 ნომერი შეივსო, თუმცა სრულიად დატვირთულები არ ვყოფილვართ.

რაც შეეხება დამსვენებელს, მესტიას ამ დროისთვის ძირითადად ადგილობრივები დასათვალიერებლად სტუმრობენ, იშვიათად რომ დარჩნენ. ადრე კი სტუმრებს შორის რუსები და პოლონელები იყვნენ და სასტუმროს ნომერს მინიმუმ ერთი კვირით მაინც ჯავშნიდნენ. ახლა ისეთი მდგომარეობაა, რომ სასტუმრო თავის თავსაც ვერ ინახავს, გასავალი უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე შემოსავალი” - აცხადებს “შგედის” დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები