მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ელექტრო ენერგიის წყვეტის კუთხით რაიმე გაუმჯობესება, ჯერჯერობით, არ შეიმჩნევა" - სასტუმრო "ფალიანი"

ეკატერინა გველესიანი

მესტიაში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება რეალურად არ იგრძნობა და მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ჯერ ვერ ხედავენ.

სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებელი ეკატერინე გველესიანი ამბობს, რომ ზამთარში ელექტროენერგიის შეზღუდვა პერიოდულად ხდება ხოლმე.

„გუშინაც რამდენიმე საათით არ გვქონდა შუქი, რაც, ცხადია, სტუმრების უკმაყოფილებას იწვევს, ამას გარდა, შეშინებულები ველოდებით ზამთრის სეზონს, ზამთარში წყვეტა უფრო ხშირი და ხანგრძლივია, ძალიან ბევრი წელია ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა არავის გაუმართავს და შეუცვლია, შესაბამისად, პოზიტიური მოლოდინები არც წლევანდელ ზამთართან მიმართებით არ გვაქვს“, - აცხადებს "ბიემჯისთან" საუბარში ეკატერინა გველესიანი, სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ საბალანსო მრიცხველი მესტიის მუნიციპალიტეტის 33 სოფელშია დამონტაჟებული. მისი ცნობით, კრიპტომაინინგთა ბრძოლის ფარგლებში მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით არის შემცირებული, თუმცა ეს საკმარისი არაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები