მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

238 ლარი - საქართველოს საფონდო ბირჟის დღიური ბრუნვა აგვისტოში

საქართველოს საფონდო ბირჟა

აგვისტოში საქართველოს საფონდო ბირჟის საერთო ბრუნვამ 5,481 ლარი შეადგინა, რაც 50%-ით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით. 

მთელი თვის განმავლობაში ბირჟაზე სულ ერთი გარიგება დაფიქსირდა, რომელიც "ლიბერთი ბანკს" უკავშირდება. ამ ტრანზაქციის შედეგად, დღიურმა საშუალო ბრუნვამ აგვისტოში 238 ლარი შეადგინა, რაც წინა თვეებთან შედარებით პროგრესად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მაგალითად აპრილში ბრუნვა 0 ლარი იყო. 

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 23 კომპანიის აქციები და ობლიგაციებია განთავსებული. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი 748 მილიონ დოლარს შეადგენს.

ცნობისთვის, გასულ 2022 წელს ბირჟაზე საერთო ჯამში 34 გარიგება შედგა, რომელთა საერთო მოცულობა 6.6 მილიონ ლარს შეადგენდა.

საინტერესოა ისიც, რომ გასული წლებისთვის 0-ლარიანი ბრუნვა საკმაოდ დამახასიათებელი მოვლენა იყო, 2021-22 წლებში თვეების განმავლობაში ბირჟაზე არცერთი ტრანზაქცია არ ხორციელდებოდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები