მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

24-25 ივლისს დენის მასობრივ გათიშვაზე სუს-მა გამოძიება სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მუხლით დაიწყო

სუსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად და ორი გათიშვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, საქმეზე ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დივერსიას გულისხმობს.

აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მიზნით სახელმწიფო საწარმოს, ორგანიზაციის, დაწესებულების ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტის ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლისთვის, აგრეთვე მათ დაზიანებასა თუ განადგურებაზე.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის“, - აცხადებენ უწყებაში.

დღეს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება მოკლე პერიოდით ავარიულად გაითიშა.

მთელ საქართველოში ელექტროენერგია გაიშითა 24 ივლისსაც, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. შედეგად, თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში დროებით შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები