მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

24 დეკემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

ამინდი
24.12.23 07:30
4208

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 24 დეკემბერს დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან დროგამოშვებით ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +1, +6°, დღისით +2, +7°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -8, -3°, დღისით -5, 0°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ნალექი, მთაში თოვლის სახით, დღისით ზოგან ძლიერი და ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -2, +3°, დღისით +3, +8°; მთაში ღამით -7, +2°, დღისით -2, +3°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით -5, 0°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ნალექი, ქალაქის გარეუბნებში შესაძლებელია თოვლჭყაპი. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით -1°, დღისით +7°.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები