პროტესტის 27-ე დღე - პროევროპული აქცია/მარში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. აქციები დაგეგმილია დედაქალაქში, რეგიონებსა და საზღვარგარეთ. აქციის მონაწილეები უკვე მეოთხე კვირაა ხელახალ არჩევნებსა და აქციებზე უდანაშაულოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
24 დეკემბრის პროტესტების განრიგი:
თბილისი
18:00 საათი, მომავალი ექიმების მარში ვაკის პარკიდან პარლამენტისკენ! - ვაკის პარკი
19:00 საათი, "დღის ეთერი ხალხს!" - საზოგადოებრივ მაუწყებელთან
ქუთაისი
19:00 საათი, კი ევროპას, არა რუსეთს! უწყვეტი პროტესტი ქუთაისში - მერიის წინ
ბათუმი
19:00 საათი , სამშობლოს სამსახურში! პროტესტის მე-27 დღე - საკონსტიტუციო სასამართლოსთან
ბარსელონა
11:30 საათი , გავათავისუფლოთ საქართველო რუსული რეჟიმისგან!