მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

24 საათში საზღვარზე შემოწმება 1600-მა ადამიანმა გაიარა, საავადმყოფოში მხოლოდ ორია გადაყვანილი - ავთანდილ თალაკვაძე

5e5d2ece036eb
BM.GE
02.03.20 18:03
577
„ბოლო 24 საათის განმავლობაში ჯამში, ყველა სასაზღვრო პუნქტზე 1600 ადამიანმა გაიარა შემოწმება, რომელთაგან ორი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში”, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ თალაკვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ სასაზღვრო და საჰაერო პუნქტებზე მგზავრების შემოწმება გაძლიერებულია.

"დამატებით ვაძლიერებთ სასაზღვრო და საჰაერო პუნქტებს. წითელი ჯვრის მოხალისეები ჩაერთვებიან აღნიშნულ ღონისძიებებში, რომ მაქსიმალურად მოხდეს ყველა ღონისძიების გატარება ჩვენი რესურსებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა იმ მგზავრმა, რომელიც მოდის რისკ-ზონიდან, ითანამშრომლოს ჩვენთან და დეტალურად მოგვიყვეს ყველა იმ ინფორმაციის შესახებ, რომელიც მათ გააჩნიათ, არ დამალონ სიმპტომები, რომელიც აქვთ. საზოგადოებას მინდა ვთხოვო, რომ ყველა იმ რესპირაციული სიმპოტომის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის დაკავშირებული შესაძლო შემთხვევებთან, მიმართონ ოჯახის ექიმებს, რომ არ გამოიწვიოს აღნიშნულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების გადატვირთვა", - განაცხადა თალაკვაძემ. 

მისივე თქმით, ამ დროისთვის, საკარანტინო ზონაში რჩება 120-მდე ადამიანი, კლინიკაში რჩება 35 ადამიანი.

"24 საათის განმავლობაში საზღვარზე 1600 ადამიანმა გაიარა შემოწმება, რომელთაგან ორი ადამიანი სასაზღვრო პუნქტიდან გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე, მედიას მინდა ვთხოვო დაიცვან უსაფრთხო პერიმეტრი მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე და ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო მედიას, რომ ასე თანამშრომლობს და ხელს უწყობს ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანას. გუშინ, 112-თან შეთანხმებით, დამატებითი ფილტრაციისთვის შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ყველა გამოძახებულ ზარზე აკეთებს რეაგირებას, ატარებს ინტერვიუს და იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევა საჭიროებს გადაყვანას, გადაგვყავს შესაბამის კლინიკაში”, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები