მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

25 ივნისის ანონსი

ბიემჯი
24.06.24 20:00
53

საქართველოს პარლამენტი

10:30 საათი - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

11:00 საათი - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის - „დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა“ პრეზენტაცია

10:30 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

11:45 საათი - პარლამენტის ბიუროს სხდომა

12:00 საათი - საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა

11:00 საათზე, ბათუმში, საზღვაო ნავსადგურის მე-11 ნავმისადგომზე მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.

საზეიმო ცერემონიაზე ქართველ მეზღვაურებს პროფესიულ დღეს ასევე მიულოცავენ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანი, ასევე მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში საზღვაო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დააჯილდოებენ საზღვაო პროფესიის წარმომადგენლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები