მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$2.5-მილიონიანი ინვესტიციით Entrée ამერიკის ბაზარზე შესვლას გეგმავს

ანტრე

მომავალი წლიდან საცხობების ქსელი Entrée აშშ-ის ბაზარზე შესვლას გეგმავს. როგორც BMG-ის კომპანიაში განუცხადეს, საწყის ეტაპზე, 2.5 მილიონი დოლარის ინვესტიცია და 25 ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული.

Entrée-ში აღნიშნავენ, რომ ეს, წარმატებული ოპერირების ფონზე, განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას უკავშირდება.

კომპანიას აშშ-ში საინვესტიციო სამიტზე დასწრება შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრაში დაეხმარა და ამჟამად განვითარებისთვის ქალაქს არჩევს. აღსანიშნავია, რომ Entrée ერთ-ერთია იმ კომპანიებიდან, რომლებიც საინვესტიციო სამიტს, SelectUSA-ის, აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის ხელმძღვანელობით, დაესწრნენ.

თბილისში, ბაქოსა და ლონდონში წარმატებული ოპერირების ფონზე, განვითარების ახალ ეტაპზე გადავდივართ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპანსიას მოიაზრებს. ამ ჭრილში ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ვაშინგტონში გამართულ სამიტში სახელწოდებით: Select USA Investment Summit, სადაც შევხვდით როგორც თეთრი სახლის მრჩეველს ეკონომიკურ დარგში, ისე კონგრესმენებსა და სხვა და სხვა შტატის წარმომადგენლებს. სამიტზე მიღებული ინფორმაცია ძალიან დაგვეხმარება შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვასა და შესრულებაში. ამ ეტაპზე ვართ იმის ძიებაში, თუ რომელი ქალაქით და შტატით გვინდა დავიწყოთ. სავარაუდოდ, 2025 წლიდან დავიწყებთ განვითარებას“,- უთხრეს BMG-ის Entrée-ში.

ცნობისთვის, ამჟამად Entrée სამ ქვეყანაში ოპერირებს: თბილისში 15 ობიექტით, ბაქოში - 7 ობიექტით, ხოლო ლონდონში 4 ობიექტით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები