დღეს, 11 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ 25 საკითხიდან ხუთს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი წარადგენს, 16-ს - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ორს - ფინანსთა მინისტრი, ერთს - ინფრასტრუქტურის და მდგრადი განვითარების მინისტრი, ერთი საკითხი კი ბათუმის ავტოპარკისთვის ავტობუსების გადაცემის საკითხს შეეხება.
- საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. მომხსენებელი: განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი;
- საქართველოს კანონების პროექტები „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, მომხსენებელი: განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი;
- საქართველოს კანონების პროექტები „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, მომხსენებელი: განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი;
- საქართველოს კანონების პროექტები „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ”, მომხსენებელი: განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი;
- საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, მომხსენებელი: განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი;
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ოპტიმა საბურთალოსა“ და შპს „ლენდისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
- საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” (4 პროექტი), მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირი ინგა მიხაილიდისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ვერტექსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 მაისის №1017 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”. მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სითი დეველოფმენტისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სითი დეველოფმენტისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შპს „ესტეო ჯგუფის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ , მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ შორის "გარდაბანიჰესის" ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს "მაშავერა-ჰესს" შორის "მაშავერა ჰესის“ შესახებ 2022 წლის 25 მარტს დადებულ ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას" შორის ,,სურები 2 ჰესი" ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სოციალური გაზის სექტორის გაზმომარაგების თაობაზე გაფორმებულ რიგ შეთანხმებებში შესატანი ცვლილებების მოწონების შესახებ“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "2022 წლის 22 ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული No.11 დამატებითი შეთანხმების მოწონების შესახებ“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობის 2023 წლის 12 ივნისის No.1107 განკარგულებაში ცვლილებების შეტანისა და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ინფორმაციის მოწონების შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
- საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "GIG-ის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
- საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "სს „საქართველოს რკინიგზისა“ და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიებისა და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ“, მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ფინანსური ვალდებულებების შესახებ”, მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ”, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე;
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,2024 წლის განმავლობაში შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“ განკუთვნილი M3 კატეგორიის საქალაქო ავტობუსების (25 ერთეული) და M2 კატეგორიის მიკროავტობუსების (100 ერთეული) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“, მომხსენებელი: ლ. რაზმაძე