მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

25 წლის შემდეგ Marriott–ის სასტუმროების ქსელი რუსეთს ტოვებს

629b1bf38c682
BM.GE
04.06.22 12:44
1174
Marriott–ის სასტუმროების ქსელი 25–წლიანი ოპერირების შემდეგ რუსეთს ტოვებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების პარალელურად ქვეყანაში მუშაობა "შეუძლებელი" ხდება. კომპანიამ მოსკოვის ოფისი ჯერ კიდევ მარტში დახურა და ინვესტირებაც შეაჩერა, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. თუმცა ქვეყანაში 22 სასტუმროს მესამე პირები ფლობდნენ და ისინი ჯერ კიდევ აგრძელებდნენ მუშაობას. კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსეთში ოპერირების შეწყვეტის პროცესი კომპლექსური იყო.

"ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ დაანონსებული ახალი შეზღუდვები შეუძლებელს ხდის Marriott–ის ოპერირებას რუსულ ბაზარზე, მათ შორის ფრენჩაიზსაც",– წერია კომპანიის განცხადებაში.

როდის და როგორ აპირებს კომპანია რუსეთის დატოვებას ცნობილი არ არის.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი არაერთმა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა. რუსეთმა ფრანგული მწარმოებლის Renault–ის აქცტივების ნაციონალიზაცია მოახდინა, მაკდონალდსმა კი რესტორნების ქსელი გაყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები