მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

258 ახალი შემთხვევა, 571 გამოჯანმრთელებული – Covid-19-ის სტატისტიკა

603202d82c35e
BM.GE
21.02.21 10:49
930
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 258 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge–ზე განახლდა. შედეგად, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 268 355 დადასტურებული შემთხვევააა დაფიქსირებული.

სტატისტიკის მიხედვით, გამოჯანმრთელდა 571 ადამიანი და მათმა რიცხვმა 261637–ს მიაღწია. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ბოლო 24 საათში 10 ადამიანი გარდაიცვალა.

მთლიანობაში სტატისტიკა ასე გამოიყურება:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 268355 , ბოლო 24 საათში - 258
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 261637 , ბოლო 24 საათში - 571
მათ შორის გარდაცვლილი - 3435 , ბოლო 24 საათში - 10
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 9653, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 4697, PCR ტესტით - 4956
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,67%, ბოლო 14 დღის - 2,6%, ბოლო 7 დღის - 2,5%
კარანტინის რეჟიმში - 328
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1723
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 231

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები