მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

26 მაისის ღონისძიებებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ₾8 მილიონი გამოიყო

დამოუკიდებლობის დღე

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დასაფინანსებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 8,081,647 ლარი გამოიყო. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

დოკუმენტის მიხედვით, თანხა გამოიყო „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილობრივი დაფინანსებისთვის.

განკარგულების თანახმად, ყველაზე დიდი თანხა – 2,422,778 ლარი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოეყო. საქართველოს კულტურის სამინისტრო კი 2 მილიონ ლარს მიიღებს.

დაფინანსება ასევე გადანაწილდა სხვა უწყებებზე, მათ შორის:

  • საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო – 825,000 ლარი;
  • საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 695,259 ლარი;
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 692,555 ლარი;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 660,220 ლარი;
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – 470,000 ლარი;
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 315,835 ლარი.
  • საქართველოს ფოსტას კი ღონისძიებისთვის 156,764 ლარის გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე მიეცა თანხმობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები