მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხა დაიხარჯა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის აღნიშვნისთვის სარეზერვო ფონდიდან?

პატრიარქი შიო III

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით გასამართი ღონისძიებებისთვის 428 720 ლარი დაიხარჯება.

ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 9 ოქტომბრის 2 354-ე განკარგულების მიხედვით, ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 203 120 ლარი მთავრობის ადმინისტრაციისთვის უნდა გამოყოს, 225 600 ლარი კი საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის.

ცნობისთვის, 11 ოქტომბერს საქართველოში საერთაშორისო სიმპოზიუმი „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ ირაკლი კობახიძემ გახსნა, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი იყო მიძღვნილი. საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში, 13 ოქტომბერს ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ამ სიმპოზიუმზე ჩამოვიდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები