მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

26 მაისს არაბული ქვეყნებიდან საქართველოში ინვესტორთა ჯგუფი ჩამოდის - დავით ცირდავა

დავით ცირდავა

მაისის ბოლოს არაბული ქვეყნებიდან საქართველოს პოტენციური ინვესტორები ეწვევიან. როგორც აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი BM.GE-სთან აცხადებს, ბოლო პერიოდში არაბული ქვეყნებიდან საქართველოს მიმართ ინვესტორების დაინტერესება იზრდება. დავით ცირდავას თქმით, საქართველოში ჰოსპიტალითი და სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაინტერესებულია მუჰამედ ალ მოუდის უმსხვილესი ჰოლდინგური კომპანიაც.

„ინვესტორების მხრიდან, განსაკუთრებით გალფის ქვეყნებიდან, რომელსაც ჩვენი ბიზნესს პალატა წარმოადგენს, ინტერესი გაზრდილია. იგივე არაბეთის მიმართულებით ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგური კომპანია იქნა დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით. მუჰამედ ალ მოუდის ინტერესია ჰისპიტალიტის მიმართულებით, ასევე ის დაინტერესებულია აგრო მიმართულებით.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს ძალიან კარგი პროექტი - "იმერეთის აგროზონა". უშუალოდ ამ აგროზონით არის დაინტერესებული.

მიმდინარე წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ინვესტორთა ჯგუფის ჩამოსვლა აქვს ჩვენს ბიზნესს პალატას დაგეგმილი. დღის წესრიგშია, რომ [ინვესტორები] უნდა ჩამოვიდნენ მათ შორის კატარიდან, არაბეთის საამიროებიდან, ქუვეითიდან. ჩვენ გვინდა მათ საქართველოს ბიზნესს გარემო უკეთესად დავანახოთ“, - განაცხადა BM.GE-სთან ინტერვიუში დავით ცირდავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები