26 ნოემბერს პარლამენტში პრემიერს ირაკლი კობახიძის ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. ეს პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ინტერპელაციაზე ორი თემას დაანონსებულ განათლების რეფორმას და Eagle Hills-ის პროექტებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
"ინტერპელაციის საკითხები შეეხება ორ ძირითად თემას. პირველი ეს არის განათლების რეფორმასთან დაკავშირებული კითხვები, რომელიც ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" მოამზადა და ასევე იმ უპრეცედენტო ინვესტიციას Eagle Hills-ზე მაქვს საუბარი, რომელიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა კირცხალიამ.




























