26 ოქტომბრის არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტის სხინასმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით
მისი თქმით, საქართველოში არჩევნები სერიოზული დარღვევებით გამოირჩეოდა.
"დარღვევები აღინიშნებოდა, როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, საარჩევნო დღეს. საშუალება მომეცით თავიდანვე ცხადად ვთქვა: ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან.
მმართველმა პარტიამ ისარგებლა უთანასწორო ველით, მან გამოიყენა მისი მნიშვნელოვანი რესურსები და ომის შიში, როდესაც საკუთარ თავს ერთადერთ პოლიტიკურ ძალად წარმოაჩენდა, რომელსაც მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა შეუძლია”, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.
მან ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს პროცესი შეჩერებულია და იქამდე გაგრზელდება, მანამ საქართველოს ოფიციალური პირები ქმედების კურსს არ შეცვლიან. მარგარიტის სხინასმა ასევე განაცხადა, რომ “უცხოური გავლენებისა” და “ოჯახური ღირებულებების” კანონების გაწვევისა და რეფორმების გარეშე შეუძლებელი იქნება გაწევრიანების გზაზე პროგრესის მიღწევა.