მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

26 თებერვალი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 თებერვალს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებს, ან დღე უმეტესად ღრუბლიანი იქნება.

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ, დროგამოშვებით 32 მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +14, +19°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით +9, +14; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით +5, +10°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი და ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10- 15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -3, +2°, დღისით +2, +7°; მთაში ღამით -9, -4°, დღისით +3, +8°; მაღალმთაში ღამით -12, -7°, დღისით -1, +4°.

თბილისში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. მცირე ნალექი და ნისლი. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +2°, დღისით +5°.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები