მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

26 წლის ახალგაზრდას Covid-19 გარდაცვალების შემდეგ დაუდასტურდა

5fa1668627afe
ინგა მურუსიძე
03.11.20 18:14
1664
ქუთაისში კორონავირუსით 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ქალის ოჯახმა სასწრაფო დახმარება 26 ოქტომბერს, წნევის გამო გამოიძახა, თუმცა მოგვიანებით გამოძახება გააუქმეს.

"ამის შემდეგ შუაღამისას კიდევ ერთხელ გამოიძახეს პაციენტთან სასწრაფო დახმარება სუნთქვის გაძნელების მოტივით. ამის შემდეგ გოგონა გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, თუმცა ის გარდაიცვალა. მას აუღეს ნაცხი 1 ნოემბერს და დაუდასტურდა კორონავირუსი, თუმცა ტესტის პასუხის მიღებამდე გოგონა გარდაიცვალა",- აცხადებენ სამინისტროში.

კითხვაზე, რატომ დროულად არ გადაიყვანეს გოგონა დროულად საავადმყოფოში, სამინისტროში ამბობენ, რომ ჰოსპიტალიზების გაჭიანურებას ადგილი არ ჰქონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები