მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

27-29 ნოემბერს, სტარტს აიღებს „საქართველოს მოდის კვირეულის“ მერვე სეზონი

მოდის ინდუსტრია დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ესთეტიკისა და შემოქმედების ფარგლებს - დღეს ეს არის სფერო, რომელიც კულტურულ დიპლომატიას, ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და საერთაშორისო კომერციულ პარტნიორობას აერთიანებს. 27-დან 29 ნოემბრის ჩათვლით თბილისი „საქართველოს მოდის კვირეულის“ მერვე სეზონს უმასპინძლებს. სამი დღის განმავლობაში პოდიუმზე 26 დიზაინერის თემატურად და სტილისტურად განსხვავებული კოლექცია იქნება წარმოდგენილი. კვირეული, რომელიც ევროპისა და აზიის მოდის პლატფორმებთან თანამშრომლობს, წელს მაყურებელს განსაკუთრებული სიახლით ხვდება: 27 ნოემბერს იტალიის საელჩოსა და სააგენტო Trade Italy-ის მხარდაჭერით, პლატფორმაზე სპეციალური იტალიური ბლოკი მოეწყობა, სადაც 6 იტალიელი დიზაინერის ნამუშევრებს ვიხილავთ. როგორ ემზადება კვირეული მერვე სეზონისთვის, რა შესაძლებლობებს ხსნის იტალიურ ბაზართან პირდაპირი კოლაბორაცია ქართველი დიზაინერებისთვის და რა გამოწვევები აქვს დღეს ქართულ მოდის ბიზნესს?

სტუმარი: თინათინ მაღალაშვილი - “საქართველოს მოდის კვირეულის” ორგანიზატორი,მხატვარი, დიზაინერი

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები