27 ივნისიდან საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა. ურთიერთთანამშრომლობის ამ თანხმობას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ახალი თაობის შეთანხმებას უწოდებენ და აცხადებენ, რომ შეთანხმების ამოქმედებით, საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობებში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. შეთანხმების ამოქმედების შემდგომ საამიროების მხრიდან საქართველოსთვის ბაზარი ისეთ მნიშვნელოვან პროდუქციაზე გაიხსნა, როგორიცაა: საქონლისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილ-ბოსტნეულის კონსერვების ძირითადი ნაწილი, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილის ნაწარმი და სხვა.
სტუმარი: დავით ცირდავა - აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი;