China Southern Airlines 27 სექტემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ურუმჩის მიმართულებით ყოველდღიური ავიარეისების შესრულებას იწყებს.
ავიაკომპანია თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე ამ ეტაპზე კვირაში სამი სიხშირით დაფრინავს. ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.
პანდემიის დაწყებამდე ავიაკომპანია პეკინსა და თბილისს შორის ქალაქ ურუმჩის გავლით დაფრინავდა. China Southern Airlines-მა ქართულ ბაზარზე ოპერირება მიმდინარე წლის იანვრიდან კვირაში ერთი სიხშირით განაახლა, თუმცა ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დაწყებისთანავე კვირაში სამი სიხშირით ასრულებს ფრენებს.