2020-2022 წლებში აღმასრულებელი ხელისუფლების 394-მა თანამდებობის პირმა ან მისმა ოჯახის წევრმა მიიღო საჩუქარი, რომლის ჯამური ღირებულება 27,8 მილიონ ლარს შეადგენდა - ამის შესახებ საუბარია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.
ორგანიზაციის ინფორმაციის მიხედვით, 2020-2022 წლებში 18,6 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი მიღებული აქვს უშუალოდ დეკლარანტ თანამდებობის პირს, ხოლო 9,2 მილიონი ლარის საჩუქარი - მათი ოჯახის რომელიმე წევრს. უფრო ვრცლად მოკვლევის შედეგებზე სასაუბროდ გოგა თუშურაშვილი, IDFI, - კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი გვიერთდება.
სტუმარი: გოგა თუშურაშვილი - IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი;