2024 წლის 30 ივნისს, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელი, „აქსელი“, EBAN (European Business Angel Network)-თან და GBAN (Global Business Angel Network)-თან პარტნიორობით, Ciskari Garden-ში ინვესტიციების შესახებ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს.
ღონისძიება უკვე მესამედ ტარდება და უდიდესი მნიშვნელობა ექნება ადგილობრივი სტარტაპების განვითარებისთვის. შეხვედრას დაესწრებიან: უცხოელი ანგელოზი ინვესტორები; ქართველი ანგელოზი ინვესტორები; ვენჩურული ფონდების წარმომადგენლები; სტარტაპები და ანტრეპრენერები; მეწარმეობით დაინტერესებული ადამიანები და მოწვეული სტუმრები.
აქსელის პორტფელში არსებული ტექნოლოგიური სტარტაპები აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან და ბიზნესის განვითარებისათვის ინვესტიციის მოზიდვას შეეცდებიან. კონფერენცია, ასევე, პანელური დისკუსიებისა და პრეზენტაციების ნაწილსაც მოიცავს, სადაც სპიკერები საქართველოს საინვესტიციო ეკოსისტემაზე ისაუბრებენ.
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე: https://t.ly/rW-6G
ღონისძიების კარი სტუმრებისთვის 30 ივნისს, 17:00-დან გაიხსნება და ნეთვორქინგი 18:00 საათამდე გაგრძელდება. ღონისძიების პარტნიორი ორგანიზაციები დამსწრე საზოგადოებას თავიანთ პროდუქტებსა და სერვისებს წარუდგენენ.
18:00 საათიდან ინტენსიური, 3-4 საათიანი კონფერენცია დაიწყება, რომელიც 4 სესიას გაართიანებს. თითოეული სესია შედგება EBAN-ისა და GBAN-ის წარმომადგენლების პანელური დისკუსიების, Keynote გამოსვლებისა და სტარტაპების ფიჩებისგან.
კონფერენცია ტარდება კუს ტბაზე, Ciskari Garden-ში. ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე შეგიძლიათ: https://t.ly/rW-6G
- თუ გსურთ დაესწროთ აქსელის საინვესტიციო შეხვედრებს, როგორც ანგელოზი ინვესტორი, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://axelnetwork.org/register
- თუ გსურთ გახდეთ ღონისძიებების პარტნიორი, შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://axelnetwork.org/partners
აქსელი საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს, საქართველოში ქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, "ჭკვიანი ფულის" ინვესტიციების ფასილიტაციით. ქსელი 2021 წლის ივნისში დაარსდა და ამ ეტაპზე, 90 ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს და ჯამში 3. 000.000 ლარზე მეტი აქვს დაინვესტირებული ტექნოლოგიურ სტარტაპებში.