მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

28 დეკემბერი: covid-19-ით 41 ადამიანი გარდაიცვალა

5fe978b053106
ინგა მურუსიძე
28.12.20 10:55
469
სპეციალურ გვერდზე stopcov.ge covid-სტატისტიკა განახლდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 41 მოქალაქე და სულ ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი 2 418-ია.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 769 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 955 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 814 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 538 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 222 143-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 766 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 206 313-მდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები