28 ნოემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი ჰაერის მასებით.
დასავლეთ საქართველოში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +1, +6°, დღისით +6, +11°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით 1, +6°; მაღალ მთაში ღამით -7, -2°, დღისით -2, +3°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ნალექი, მთაში თოვლის სახით, მაღალ მთაში ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +1, +6°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +2, +7°; მაღალ მთაში ღამით -7, -2°, დღისით -2, +3°;
თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით შესაძლებელია მცირე წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +4°, დღისით +8°;
სოხუმი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +7°;
ბათუმი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +11°;
ქობულეთი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +11°;
ქუთაისი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +8°;
ზუგდიდი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +8°;
ანაკლია: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +9°;
ოზურგეთი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +9°;
ონი: თოვლი. ჰაერის ტემპერატურა: +2°;
გორი: თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა: +5°;
ცხინვალი: თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა: +4°;
მარნეული: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +9°;
რუსთავი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +9°;
ახალციხე: თოვლი. ჰაერის ტემპერატურა: +5°;
ბორჯომი: თოვლი. ჰაერის ტემპერატურა: +4°;
ბაკურიანი: თოვლი. ჰაერის ტემპერატურა: +3°;
სტეფანწმინდა: თოვლი. ჰაერის ტემპერატურა: +1°;
თელავი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +8°.