მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„28 ნოემბრის შემდეგ 460 პირზე მეტია დაკავებული... პასუხისგებაში მიცემულია 0 პოლიციელი“ - ეკა გიგაური

გიგაური

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური მედიასთან 28 ნოემბრიდან მოყოლებული აქციებზე დაკავებულებსა და დაზარალებულების შესახებ განცხადებას აკეთებს.

მისი ინფორმაციით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების საკითხებზე 11 არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს, აგროვებს ინფორმაციას და საქმეს შესაბამის მსვლელობას აძლევს.

"28 ნოემბრის შემდეგ 460 პირზე მეტია დაკავებული. აქედან 430 დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით და 31 სისხლის სამართლის ბრალდების საფუძველზე. 300-ზე მეტი პირი დაკავების და დაკავების შემდგომ წამებას, არაადამიანურ და არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა. 80-ზე მეტ პირს დასჭირდა ჰოსპიტალში გადაყვანა. დაახლოებით პირთა ასაკი მერყეობს 15 წლიდან 60 წლამდე. დაკავებულებს შორის არის 10 უცხო ქვეყნის მოქალაქე. მოსამართლეები მეტწილად მკაცრ სანქციებს იყენებენ. იცით, რომ იყენებენ ჯარიმებს. ეს ჯარიმები მერყეობს 2000 ლარიდან 3000 ლარამდე. ასევე, ისინი იყენებენ პატიმრობასაც, 4-დან 14 დღემდე. იზოლატორების გადატვირთვის გამო, ხშირ შემთხვევაში ეს დაკავებული პირები გადაჰყავთ იზოლატორებში უკვე თბილისის გარეთ. ადვოკატებს უხდებათ საათობით ლოდინი, სანამ თავიანთი კლიენტების ადგილსამყოფელს გაიგებენ. მოსამართლეებს გადაწყვეტილებები მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებების საფუძველზე გამოაქვთ. დაცვის მხარის მტკიცებულებები ფაქტობრივად არ არის ხოლმე გათვალისწინებული.

ყველა შემთხვევაში მოსამართლეები უარს ამბობენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურისთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნაზე. მიუხედავად იმისა, რომ ხედავენ, რომ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში მიცემულ პირს ძალადობის ან წამების, არაადამიანური მოპყრობის კვალი ეტყობა. მოსამართლეები არ აძლევენ საშუალებას დაკავებულ პირებს ისაუბრონ იმაზე, თუ რა მდგომარეობაში ჰყავდათ ისინი იზოლატორებში ან დაკავების დროს და არ ასაუბრებენ მათ წამების ფაქტებთან დაკავშირებით. მოსამართლეები აცხადებენ, რომ მათ ეს არ ეხებათ. ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს ამ საქმეების დოკუმენტირება და შესაბამისი მსვლელობა.

პასუხისგებაში ამ ეტაპზე მიცემულია 0 პოლიციელი. ამ ეტაპისთვის არის 92 ჟურნალისტი, რომელთა უფლებებიც შეილახა და ზოგიერთ მათგანს იცით, რომ პოლიციის წარმომადგენლები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ამ ეტაპისთვის, რა ტენდენციებსაც ვხედავთ, არის ის, რომ პოლიციასთან აფილირებული ნიღბიანი პირები დემონსტრანტებს დემონსტრაციის ახლო ტერიტორიებზე და მიმდებარე ქუჩებზე უსწორდებიან. ასევე, ამ საკითხების შესაბამისი გამოძიება არ ხდება. გასულ ღამეს ჩვენ ვნახეთ, რომ მიმდინარეობს უკანონო ჩხრეკა კონკრეტული პირების და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეს არის კანონის საწინააღმდეგო ქმედება. ამ ფაქტებთან დაკავშირებითაც შესაბამისი რეაგირება შესაბამისი ორგანოების მხრიდან არ ყოფილა" , - აცხადებს ნინო გიგაური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები