მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2,877 ლარი - საქართველოს საფონდო ბირჟის დღიური ბრუნვა თებერვალში

საქართველოს საფონდო ბირჟა

თებერვალში საქართველოს საფონდო ბირჟის საერთო ბრუნვამ 60,417 ლარი შეადგინა, ანუ დღიური საშუალო ბრუნვის მაჩვენებელი 2,877 ლარი იყო.

მთელი თვის განმავლობაში ბირჟაზე სულ 8 გარიგება დაფიქსირდა, რომლებიც "ლიბერთი ბანკს" და "საქართველოს ბანკს" უკავშირდებოდა.

საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 28 კომპანიის აქციები და ობლიგაციებია განთავსებული. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი 917 მილიონ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები