მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

29-30 აგვისტოს რაჭაში “გემო ფესტი” ჩატარდება

რაჭა
26.08.25 12:52
594

29-30 აგვისტოს რაჭაში, ქალაქ ამბროლაურში, "გემო ფესტი" ჩატარდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალი ახალ სანაპიროზე გაიმართება.

"გემო ფესტი პირველად სწორედ რაჭაში, 2022 წელს ჩატარდა. წლევანდელ გემო ფესტში რაჭაში 15-მდე ადგილობრივი მზარეული მიიღებს მონაწილეობას.

გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ექნებათ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებადცნობილი რაჭული კერძები, რომლებსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.

ამბროლაურში, ახალ სანაპიროზე მოეწყობა კვების სივრცე, სამეწარმეო და ღვინის ბაზრობა. გემო ფესტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. ფესტივალი მუსიკალურად გაფორმდება", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები