მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

29 დეკემბერს [სალომე ზურაბიშვილს] თანამდებობის დატოვება მოუწევს... - კობახიძე გართულებებს არ ელის

ირაკლი კობახიძე

29 დეკემბერს მას [სალომე ზურაბიშვილს] თანამდებობის დატოვება მოუწევს... არავითარი გართულება მოსალოდნელი არ არის - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების დასრულებასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ შეფერხებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის აღნიშვნა, რომ სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბერს უფლებამოსილების ვადა ეწურება, არის მისთვის ხაზის გადასმა.

რეალურად ქალბატონმა კაია კალასმა ხაზი გადაუსვა სალომე ზურაბიშვილს, როდესაც აღნიშნა, რომ 29 დეკემბერს მისი უფლებამოსილების ვადა რჩება. მინდა ასევე შეგახსენოთ, რომ უკვე დაიწყო სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების მე-7 წელი. უკვე მეშვიდე წელი დაიწყო, რაც არის პრეზიდენტის თანამდებობაზე და ასეთ დროს, როდესაც ის თავს აცხადებს, ლეგიტიმურ პრეზიდენტად...ნუ, არ ვიცი. ერთ ქვეყანაში არ შეიძლება სამი დეფაქტო პრეზიდენტი გვყავდეს. თავს უთანაბრებს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს და სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს. უბრალოდ სერიოზულადაც არ შეიძლება შევხედოთ ამ ყველაფერს.

მე არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს რაიმე გართულებები მოჰყვეს. 29 დეკემბერს მას მოუწევს თანამდებობის დატოვება და მას ჩაანაცვლებს არჩეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი. მე მაინც მგონია რომ გამოვა. არავითარი გართულება არ არის მოსალოდნელი“, - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები