ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს თქმით, "29 დეკემბრამდე, სასწრაფოდ საჭიროა საერთაშორისო ქმედებები მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად". როგორც ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული ლიდერია საქართველოში.
„საკვანძო ნაბიჯები:
- ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უარყოფა, პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება და პრეზიდენტ ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის აღიარება 29 დეკემბრის შემდეგ ახალ არჩევნებამდე;
- თავისუფალი, სამართლიანი და სანდო არჩევნებისთვის ძალისხმევის გაწევა;
- ბიძინა ივანიშვილისა და მათი სანქცირება, ვინც დემოკრატიას უთხრის ძირს;
- სახელმწიფო ლიდერების საქართველოში ვიზიტები ახალი არჩევნების ჩატარების ხელშეწყობის მიზნით.
ქართველები ფეხზე დგებიან და რეჟიმი სუსტია. ეს კრიტიკული მომენტია. ევროპის სოლიდარობა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოდით დავეხმაროთ საქართველოს თავის ევროპულ გზაზე დარჩენაში!" - წერს რასა იუკნევიჩიენე.