მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

29 გარიგება - რა ტენდენციებია საქართველოს საფონდო ბირჟაზე?

29 გარიგება - ამ მაჩვენებლით დახურა საფონდო ბირჟამ 2023 წელი. გასული წელი საქართველოში ერთადერთ ორგანიზებულ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე განსაკუთრებული აქტივობებით გამორჩეული არ ყოფილა. საფონდო ბირჟის სავაჭრო სესიებზე მხოლოდ 2 ბანკის - საქართველოსა და ლიბერთის აქციებზე დაიდო გარიგებები, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 162 429 ლარი შეადგინა. გაცილებით აქტიური იყო არასაბირჟო გარიგებები. გასულ 12 თვის განმავლობაში ლარში დენომინირებულ ფასიან ქაღალდებზე 11 გარიგება დაიდო, გარიგების ღირებულებად 1.7 მილიარდი ლარის დაფიქსირდა, თანხის უდიდესი საქართველოს ბანკის აქციებზე დადებულმა ე.წ ფიქსინგმა განაპირობა.

დოლარში დენომინირებულ ფასიან ქაღალდებზე 94 გარიგება დაფიქსირდა - 10 728 335 დოლარის ღირებულებით, ევროში 18 გარიგება აისახა. ჯამურმა ღირებულებამ 1 573 565 ევრო შეადგინა. ამ მაჩვენებლების მიუხედავად, გასული წელი ფასიანი ქაღალდების, უფრო სწორად, სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მაინც შეიძლება გარდამტეხ წლად მივიჩნიოთ- 2023 წელს ბაზარზე თითქმის 1 მლრდ ლარის ობლიგაციების ემისიები - ხდება თუ არა ფასიანი ქაღალდების ემისია კაპიტალის მოზიდვის ალტერნატიული გზა და რა ნაბიჯებია საჭირო, რომ საცალო მომხმარებლები ბირჟამდე მივიყვანოთ?

სტუმარი: ნინო ქურდიანი - საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები