სამგორის რაიონში, კალოუბნის ქუჩაზე დაგეგმილი ღონისძიების გამო, 29 სექტემბერს 02:00 საათიდან 16:00 საათამდე საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
როგორც თბილისის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, გადაადგილება შეზღუდული იქნება კალოუბნისა და თრიალეთის ქუჩების კვეთიდან კალოუბნისა და ელდარის ქუჩების კვეთამდე არსებულ მონაკვეთში. ასევე, მოძრაობა შეიზღუდება ბზითაგორის ქუჩიდან კალოუბნის ქუჩის მიმართულებითაც.
შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები იმოძრავებენ თრიალეთის, შუამთისა და ელდარის ქუჩების გამოყენებით.
გარდა ამისა, შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც. კერძოდ:
ავტობუსები N356, N366, N371 და მიკროავტობუსები N424, N547, N554
თრიალეთის ქუჩის გზაჯვარედინიდან იმოძრავებენ შუამთის ქუჩის გზაჯვარედინამდე, რის შემდეგ შუამთისა და ელდარის ქუჩების გავლით დაუბრუნდებიან კალოუბნის ქუჩას და შემდეგ დადგენილი სქემით გააგრძელებენ მოძრაობას.




























