მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"3-4 დღეში გამოჯანმრთელებული ადამიანები გვეყოლება" - ამირან გამყრელიძე

5e74aee29bf5a
ინგა მურუსიძე
20.03.20 15:53
12783
არ მინდა შევცდე, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ მომავალ 3-4 დღეში გამოჯანმრთელებული ადამიანები გვეყოლებია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამასთან, გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს კორონავირუსის ინფექციაზე დაახლოებით 100-მდე ნიმუში გაიტესტება.

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსი 43 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები