მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3-4 წლის თავზე უკვე მივიღებთ თბილისში ნარჩენების გადამმუშავებელ ქარხანას - ანდრია ბასილაია

ნარჩენები

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია ამბობს, რომ დედაქალაქს ნარჩენების გადამმუშავებელი ქარხანა 3-4 წელში ექნება. ამის შესახებ მან BMG-ის მიერ პროექტის მიმდინარეობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, სორტირების ხაზის მშენებლობის ტენდერი მომდევნო წელს გამოცხადდება.

"როგორც იცით, შემუშავდა შესაბამისი სტრატეგია ჩვენი პარტნიორების დახმარებით და გაიწერა ღონისძიებები, რაც უნდა განხორციელდეს, რომ ნარჩენების გადამუშავებამდე მივიდეთ. ახლა ჩაშვებულია პირველი პროექტები. უკვე მომავალ წელს გამოვაცხადებთ თვითონ სორტირების ხაზის მშენებლობის ტენდერს. მან იყო კიდევ სხვადასხვა პრობლემები, როგორცაა ჩამდინარე წყლების სისტემა, ეს უკვე გამოცხადებულია ფიზიკურად. ვფიქრობთ, დაახლოებით 3-4 წლის თავზე, უკვე მივიღებთ ნარჩენების გადამმუშავებელ ქარხანას თბილისში", - თქვა მერის მოადგილემ.

ცნობისთვის, საქართველოში ნარჩენების გადამმუშავებელი პირველი ქარხანა თბილისში, ლილოს ნაგავსაყრელის პოლიგონზე განთავსდება. თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტის განსახორციელებლად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და მწვანე კლიმატის ფონდი ჯამურად 26 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიან ფინანსურ რესურსს გამოყოფენ. სესხის თანხა ნარჩენების დამუშავების სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდება, რომელიც დახარისხების ობიექტის და მასალების აღმდგენი ობიექტის მშენებლობას მოიცავს. პროექტს თბილისის მუნიციპალიტეტი შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მეშვეობით განახორციელებს. მიმდინარე წლის დასაწყისში, კომპანიის დირექტორი დავით ფაჩულია „საქმის კურსთან“ ინტერვიუში აცხადებდა, რომ პროექტის განმახორციელებელი საერთაშორისო ტენდერის გზით შეირჩევა, პროექტის დასრულება კი 2025 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები